
შრომის უსაფრთხოების კომპანიის ვებსაიტის შექმნა
Safety Lab არის შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება რისკების იდენტიფიცირებასა და მინიმიზაციაში, უსაფრთხო სამუშაო გარემოს დანერგვასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სერვისებს — დოკუმენტაციის მომზადებას, აუდიტს, ტექნიკურ ინსპექტირებასა და თანამშრომელთა გადამზადებას.
პროექტის ფარგლებში Caucasus Web-მა შექმნა კომპანიის სერვისებზე სრულად მორგებული კორპორაციული ვებსაიტი, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი მომსახურებები, სერვისების მიმართულებები და კომპანიის ექსპერტიზა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციის სტრუქტურას, UX/UI სიმარტივესა და სერვისების მკაფიო პრეზენტაციას, რათა მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება მარტივი და სწრაფი ყოფილიყო.
ვებსაიტი მოიცავს ონლაინ კონსულტაციის ფორმას, სერტიფიკაციის მოდულს, ბლოგს და სერვისების დეტალურ გვერდებს, რაც ბიზნესს ეხმარება როგორც ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებაში, ისე ახალი კლიენტების მიღებაში.
ასევე, პროექტის დასრულების შემდეგ ვუზრუნველყოფთ მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას, SEO ოპტიმიზაციას, სისტემურ განახლებებსა და სიჩქარის გაუმჯობესებას, რაც საიტის უსაფრთხო, სწრაფ და გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.